გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
დიახ
დასახვეწია
არა

      C Panel
Login:

Password:


თუ თქვენ გსურთ პრობლემური ფინანსური რესურსების გაჯანსაღება

ჩვენ გთავაზობთ:

ა) თქვენს მიერ დაკრედიტებულ კომპანიაში რისკების აღმოჩენასა და ანალიზს, მათი შემცირების გზებს;

ბ) დაკრედიტებული კომპანიის საფინანსორ–სამეურნეო გეგმის ანალიზს და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებებს, ამგვარი გეგმის არ არსებობისას – მის შექმნას;

გ) დაკრედიტებულ კომპანიაში მართვის და კონტროლის ეფექტიანი სისტემის, რისკების შემცირების მიზნით სათანადო პროცედურებისა და პოლიტიკების დანერგვას;

დ) ცალკეული კადრების შერჩევას;

ვ) დაკრედიტებული კომპანიის მიერ საფინანსო–სამეურნეო გეგმის შესრულებაზე, ფინანსურ ანგარიშგებაზე და საკანონმდებლო მოთხოვნათა შესრულებაზე
მონოტორინგს;

ზ) დაკრედიტებული კომპანიის მმართველის ფუნქციის შესრულებას;

თ) ზუსტ ფინანსურ ანგარიშგებას.





თუ თქვენ გსურთ პრობლემური და არაპროფილური აქტივების მართვა

ჩვენ გთავაზობთ:

ა) აქტივების ზუსტ აღწერას, რაც მოიცავს აქტივის მახასიათებლების, აქტივთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების, კომუნალური და საბიუჯეტო გადასახადების დადგენას;

ბ) აქტივის მართვის დანახარჯების (კომუნალური, დაცვა, და სხვ.) შემცირების გეგმის შემუშავებას;

გ) აქტივის სალიკვიდაციო ფასის დადგენას არსებულ მდგომარეობაში და გაუმჯობესების გათვალისწინებით;

დ) აქტივის უარყოფითი მხარეების დადგენას და მათი გაუმჯობესების ღონისძიებათა დაგეგმვას;

ე) აქტივის გაქირავებას ან რეალიზაციას.





თუ აქტივი წარმოადგენს წილს/აქციებს სხვა კომპანიაში,

ჩვენ გთავაზობთ:

ა) წილის მფლობელის უფლებების და ვალდებულებების აღწერას კომპანიის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შვილობილი კომპანიის საქმიანობის სიღრმისეულ და სისტემურ ანალიზს, კერძოდ გადახდისუნარიანობის, სამეურნეო კავშირების, აქტივების შედგენილობის და მათი ლიკვიდურობის ხარისხის ანალიზს;

გ) წილის/აქციების მართვას შვილობილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, შიდა კონტროლის ეფექტიანი პროცედურების დანერგვის, საფინანსო და საოპერაციო რისკების არიდების მიზნით.





პროდუქტები