გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
დიახ
დასახვეწია
არა

      C Panel
Login:

Password:


პრობლემური აქტივების მართვა

პრობლემურ აქტივებად განვიხილავთ როგორც ფულად რესურს, ფულად მოთხოვნას რომლის დაბრუნებასაც ექმნება ან უკვე შეექმნა მნიშვნელოვანი რისკი, ასევე ისეთ აქტივებსაც რომელიც გადმოცემული იქნა პრობლემური ფულადი რესურსის სანაცვლოდ და რომელთა გამოყენებაც მიზნაშეუწონელი ან შეუძლებელია მისი მიმღების საქმიანობაში.

პრობლემური აქტივების მართვა თავის თავში მოიცავს აქტივების ზუსტ აღწერილობას, ადგილმდებარეობის, საბალანსო და საბაზრო ღირებულებების დადგენას. პრობლემების იდენტიფიკაციას, მათი გადაწყვეტის გზების დასახვას და მათ გადაჭრას.

კომპანიის მენეჯერთა და პროფესიონალ ექსპერთა ჯგუფი საუკეთესოდ გრძნობს ნებისმიერი ბიზნესის სუსტ და ძლიერ მხარეებს, კომპეტენტურია რისკების შეფასების და მართვის, რისკების შემცირების მიზნით სათანადო პროცედურებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბების, შიდა კონტროლის საკითხებში.

,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ უნარიანია პრობლემური რესურსის მფლობელ კომპანიაში, თუ ამის სურვილი ექნება როგორც კომპანიას ასევე ფულადი რესურსის მესაკუთრეს, დანერგოს მართვის და კონტროლის ეფექტიანი სისტემა, დანერგოს ბიზნესის ეფექტურად მართვის სისტემა, რაც უზრუნველყოფს:
საქმიანობის ეფექტიანად წარმოებას,
ზუსტ ფინანსურ ანგარიშგებას,
შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესრულებას
პროდუქტები