გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
დიახ
დასახვეწია
არა

      C Panel
Login:

Password:


რებილიტაციისა და გაკოტრების მართვა

რეაბილიტაციისა და გაკოტრების პროცესების მართვა კომპლექსური მომსახურებაა. ის მოიცავს გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის მომსახურებას, დაწყებული გადახდისუუნარობის განცხადების მომზადებიდან გაკოტრების პროცესის მართვით დამთავრებული.
       
       რეაბილიტაციის პროცესში ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ ამუშავებს რეაბილიტაციის გეგმას (საფინანსო-სამეურნეო გეგმა), უზრუნველყოფს მის შესრულებას, ნერგავს შიდა კონტროლის ეფექტიან პროცედურებს და ეფექტიანი და გამჭვირვალე მართვის სისტემას, ასევე უზრუნველყოფს საფინანსო და საოპერაციო რისკების არიდებას.

       გაკოტრების პროცესში ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ ასრულებს გაკოტრების მმართველის, ანუ გაკოტრების პროცესში მყოფი კომპანიის მმართველის ფუნქციას, რაც მოიცავს როგორც სამეურვეო ქონების აღწერას, ინვენტარიზაციას, ასევე სამეურვეო ქონების შენარჩუნებას, შეფასებას და მისი რეალიზაციისათვის აუქციონის ორგანიზებას.
       
       გადახდისუუნარობის საქმის გახსნა ხშირად საუკეთესო გამოსავალია კომპანიის აქტივების კრედიტორებისაგან დაცვისა და კომპანიის რეაბილიტაციისათვის, ასევე ხშირად ეს ერთადერთი გამოსავალია კრედიტორისათვის მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

მართვის პროცესი:
(1) კეთდება გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი კომპანიის ფინანსების, იურიდიული სტრუქტურის, რეაბილიტაციის გეგმის, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის, ბიუჯეტის ანალიზი, რომლის მიზანიცაა:
ა) გამოიკვეთოს მენეჯერული გუნდის ჩამოყალიბებისათვის არსებული მოთხოვნები (საჭირო კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები);
ბ) გამოიკვეთოს კომპანიის მენეჯმენტს მთლიანად განახორციელებს ბისიკორპი, თუ განახორციელებს მენეჯმენტზე, მის გადაწყვეტილებებსა და ფინანსების ხარჯვაზე მკაცრ ზედამხედველობას;

(2) მენეჯერული გუნდის ჩამოყალიბება და შესაბამისად, კომპანიის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების გაკეთება;

(3) არსებული გადაცდომების შესწავლა, კომპანიის მიმართ პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი პროცესების წარმართვა;

(4) რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების პერსპექტივების შესწავლად და შესაბამისი დასკვნის წარდგენა კომპანიის კრედიტორთა კომიტეტისათვის;

(5) რეაბილიტაციის პროცესის მართვა გეგმის შესაბამისად, და ამ პროცესში მჭიდრო ურთიერთობა კრედიტორთა კომიტეტთან.

       



პროდუქტები