გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
დიახ
დასახვეწია
არა

      C Panel
Login:

Password:


კონკურენცია
პრობლემურ აქტივებად განვიხილავთ როგორც ფულად რესურს, ფულად მოთხოვნაs რომლის დაბრუნებასაც ექმნება ან უკვე შეექმნა მნიშვნელოვანი რისკი, ასევე ისეთ aქტივებსაც რომელიც გადმოცემული იქნა პრობლემური ფულადი რესურსის სანაცვლოდ და რომელთა გამოყენებაც მიზნაშეუწონელი ან შეუძლებელია მისი მიმღების საქმიანობაში. პრობლემური აქტივების მართვ თავის თავში მოიცავს აქტივების ზუსტ აღწერილობას, ადგილმდებარეობის, საბალანსო და საბაზრო ღირებულებების დადგენას. პრობლემების იდენტიფიკაციას, მათი გადაწყვეტის გზების დასახვას და მათ გადაჭრას.
ფფფფფფფფფფფფფ

...................................................................................................................................


,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ კომპეტენტურია იმუშაოს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების პრობლემურ აქტივებთან. კომპანია შერჩევით ახდენს კომერციული სესხის შესყიდვას ან სწევს სესხის ამოღების მომსახურეობას.
კომპანიის მენეჯერთა და პროფესიონალ ექსპერთა ჯგუფი რომელიც დახელოვნებულია ბიზნესის და პრობლემური აქტივების მართვის საკითხებში, ადვილად ახდენს ორიენტირს იმ ღონისძიებების განსახორციელებლად რაც იძლევა საშუალებას მინიმალური დანაკარგებით ან სულაც დანაკარგების გარეშე ამოღებული იქნას ინვესტირებული (სესხის ან პირდაპირი ინვესტიციის სახით) ფულადი რესურსი.
შესავალი
“ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი” საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. იგი დაფუძნდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი და ამის მიუხედავად შეძლო ჩამოეყალიბებინა სტაბილურად მზარდი, მყარ საფუძველზე მდგარი ბიზნეს კომპანია. კომპანია თავად უზრუნველყოფს ბიზნესის მიერ დასახული სტრატეგიული პროცესების შესრულებას.
“ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი” _ ეს არის კვალიფიციური კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე მენეჯმენტთა ერთობა, რომელთა პროფესიული ძალისმევაც კომპანიის წარმატებას გარდაუვალს ხდის.
კომპანიის მენეჯმენტი და სამუშაო გუნდი (დარგობრივი ექსპერტები, ფინანსისტები, იურისტები), საკუთარი განათლებითა და პრაქტიკული გამოცდილებით კომპეტენტურნი არიან უზრუნველყონ მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა.


კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაყოფილია შემდეგ სტრატეგიულ ბიზნეს-მიმართულებად:

- ბიზნესის მართვა
რაც გულისხმობს კომპანიის მიერ როგორც ცალკეული ბიზნესპროექტების, ასევე კომპანიების მმართველობითი მომსახურების გაწევას. 
- პრობლემური აქტივების მართვა
პრობლემურ აქტივებად განვიხილავთ როგორც ფულად რესურს, ფულად მოთხოვნას რომლის დაბრუნებასაც ექმნება/ ან უკვე შეექმნა მნიშვნელოვანი რისკი; ასევე ისეთ ქტივებსაც რომელიც გადმოცემული იქნა პრობლემური ფულადი რესურსის სანაცვლოდ და რომელთა გამოყენებაც მიზნაშეუწონელი/ან შეუძლებელია მისი მიმღების საქმიანობაში.
- რეაბილიტაციისა და გაკოტრების მართვა
რეაბილიტაციისა და გაკოტრების პროცესის მართვა
კომპლექსური მომსახურებაა რომელიც მოიცავს გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის მომსახურებას, დაწყებული გადახდისუუნარობის განცხადების მომზადებიდან გაკოტრების პროცესის მართვით დამთავრებული. თუმცა ამ მომსახურებაში ძირითადია რეაბილიტაციის ან გაკოტრების პროცესების მმართვა, რომელსაც ვახორციელებთ ლოკალური კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- ფულადი მოთხოვნების შესყიდვა და ამოღება
კომპანია კომპეტენტურია იმუშაოს როგორც იურიდიული, ასევე, ფიზიკური პირების პრობლემურ აქტივებთან და კლიენტს პრიორიტეტულად  ვთავაზობთ: სესხის შესყიდვასა და/ან სესხის ამოღების მომსახურეობას.
- უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.
“ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ”-სი გაყიდვების ქსელი მოიცავს: პარტნიორ კომპანიებსა და იპოთეკური დაკრედიტების ცენტრებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მიზანმიმართულად და ეფექტურად გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენი კლიენტების უძრავი ქონების შესახებ
პროდუქტები